5 მარ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბაშკენტის უნივერსიტეტს შორის

2024 წლის 5 მარტს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბაშკენტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით მნიშვნელოვან ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იდეების ჰარმონიულ გაცვლას, კვლევების განხორციელებასა და აკადემიურ ზრდას.

თანამშრომლობის სფეროებია:

ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობები

მათი რესურსებისა და გამოცდილების გაერთიანებით, ორივე უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის გენერირებასა და მეცნიერული გაგების განვითარებას, რომელიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

მკვლევართა, ფაკულტეტის წევრებისა და კურსდამთავრებულთა ორგანიზებული გაცვლა

ზემო ხსენებული მისცემს მეცნიერებს გამოცდილების გაზიარებისა და ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობას. აგრეთვე, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს აკადემიური წარმატებულობის ზრდას ორივე უნივერსიტეტში.

კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება

აღნიშნული დებულება საშუალებას მისცემს ორივე უნივერსიტეტის მეცნიერებს, ჩაერთონ მნიშვნელოვან დისკუსიებში შესაბამის თემებზე, გაეცნონ ერთმანეთის გამოცდილებებს და წვლილი შეიტანონ გლობალურ აკადემიურ დისკურსში.

აკადემიური მასალების გაცვლა

გაცვლა მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციებს, კურიკულუმებს და პაციენტის კვლევის შედეგებს. ამ რესურსების გაზიარებით ორივე უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და გააუმჯობესებს აკადემიური შეთავაზებების საერთო ხარისხს.

scroll up