ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მუხამედ ართმელაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის 25-28 მაისს ქალაქ ბანგკონგში (ტაილანდი) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - WFME World Conference 2025;
კონფერენცია მიზნად ისახავდა მსოფლიოში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და სამედიცინო პერსონალის მომზადების სტანდარტის ამაღლება;
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს სამედიცინო განათლების სფეროში არსებული გამოცდილებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, გააზიარეს ხედვები და იდეები, რაც გლობალურ დონეზე ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლების განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე