2025 წლის 11 დეკემბერს ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალისთვისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა Turnitin Clarity Workshop.
Turnitin-ი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და პლაგიატის პრევენციას, ხოლო Turnitin Clarity ხელს უწყობს წერითი პროცესის გამჭვირვალობასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას.
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი ინტეგრაცია სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია.