ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა, თანაორგანიზატორის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო XXIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „უკრაინის ახალგაზრდა სპორტული მეცნიერება“, რომელიც გაიმართა 2025 წლის 1–2 მაისს, ლვოვში, უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მკაფიოდ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს სამეცნიერო პროგრესს, საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას და სამედიცინო-სპორტული დარგების ინტეგრაციას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივან ბობერსკის სახელობის ლვოვის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნდობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.