ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე

 ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას აბიტურიენტი მოიპოვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირი უფლებამოსილია, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში, ჩაირიცხოს და დაიწყოს სწავლა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში.

სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლებით სარგებლობენ:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • საქართველოს მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება უნივერსიტეტში რეგისტრაციის გავლის და არანაკლებ სრული ზოგადი, ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების (აკადემიური კონტრაქტის) გაფორმების შემდეგ.  უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის ზოგადი/უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეების თუ მოქალაქეობის არმქონე პირების ჩარიცხვის დამატებითი პირობაა მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭება.

შესაბამისი სკოლის დეკანის ოფისი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირთან მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება:

  • უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის განცხადება;
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადი საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობა/პასპორტი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული და აღიარებული ასლები და სხვა, უნივერსიტეტის საქმისწარმოების ინსტრუქციით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „დიპლომირებული მედიკოსის“ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა

აპლიკანტის მიერ განაცხადის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მოპოვების და უნივერსიტეტში მიღებაზე რექტორის თანხმობის მიღების პროცესი

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

 

scroll up