სტუდენტური თვითმმართველობა
უნივერსიტეტის სტუდენტური მმართველობის განხორციელების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სტუდენტების ფართოდ ჩართვის, სტუდენტთა უფლებათა დაცვისა და მათი მაქსიმალურად რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე იქმნება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
სტუდენტური თვითმმართველობა დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ჩარჩო დებულების შესაბამისად, მათ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.
სტუდენტურ თვითმმართველობას ხელმძღვანელობს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი, უფლებამოსილების ფარგლები და ვადა განისაზღვრება სტუდენტური თვითმმართველობის ჩარჩო დებულებით.
სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი გეგმის შესრულების ნაწილში ანგარიშვალდებულია თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე, ხოლო უნივერსიტეტის ფინანსების მიზნობრივად და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განკარგვის ნაწილში - ადმინისტრაციული და საფინანსო მიმართულებით რექტორის მოადგილის წინაშე.