ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე
ავიცენას სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისა. ავიცენას შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა პირთა ჩარიცხვის მიზნით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის, სტუდენტის პირადი საქმის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები. ავიცენას საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირი უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით ვალდებულია რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტთან გააფორმოს ხელშეკრულება, გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (გადაიხადოს სწავლის საფასური) და აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო პროცესის ელექტრონულ სისტემაში აირჩიოს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები).
უნივერსიტეტში რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ, რის საფუძველზეც ის მოიპოვებს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს.