კარიერული მხარდაჭერა
საუნივერსიტეტო კლინიკებში დასაქმება
უნივერსიტეტი, პარტნიორ სამედიცინო კლინიკებთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, უზრუნველყოფს რეგიონში დასაქმების მსურველი კურსდამთავრებულების დასაქმებას ავიცენას საუნივერსიტეტო (აფილირებულ) კლინიკებში. ავიცენას საუნივერსიტეტო (აფილირებული) კლინიკები და უნივერსიტეტი ერთობლივად უზრუნველყოფენ დასაქმებული კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების დაგეგმვას, მათ მიერ რეზიდენტურის/პროფესიული მზადების პროგრამების გავლის შესაბამისად. ავიცენას საუნივერსიტეტო (აფილირებული) კლინიკები ყოველწლიურად უზრუნველყოფენ ვაკანსიების მიწოდებას უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისთვის. უნივერსიტეტის მხრიდან აფილირებულ/საუნივერსიტეტო კლინიკებში დასაქმების პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური, ხოლო პროცესის ზედამხედველობას - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კლინიკური ბაზებისა და სასწავლო რესურსების მართვის მიმართულებით.
სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება
ქვეყნისა და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება მიზნად ისახავს როგორც სწავლის პერიოდში კლინიკური პრაქტიკის გავლის დამატებითი შესაძლებლობის შეთავაზებას უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე დასაქმების დამატებითი, ალტერნატიული მიმართულებების შეთავაზებას ქვეყნის და რეგიონის სამედიცინო დაწესებულების ვაკანსიებზე. უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებთან პერიოდულ კომუნიკაციას, არსებული ვაკანსიების, ვაკანსიებზე დასაქმებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობის და სამედიცინო დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების მიმართულებით ინფორმაციის მისაღებად.
კარიერული უნარების განვითარება
სწავლის პერიოდის კარიერული და ტრანსფერული უნარების განვითარება მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კურიკულუმგარე აქტივობების, ტრენინგების და მასტერკლასების ორგანიზებას, რომელიც ორიენტირებული იქნება დამსაქმებლებთან კომუნიკაციის, სამედიცინო კარიერის დაგეგმვის, ასევე შრომის ბაზარზე აქტუალური სხვა უნარების გამომუშავებაზე. უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური უზრუნველყოფს კარიერული განვითარების საჭიროებების კვლევას, შესაბამისი ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრას, ტრენერებთან კომუნიკაციას და ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ორგანიზაციულ მხარდაჭერას. უნივერსიტეტის მხრიდან კარიერული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს ზედამხედველობას უწევს რექტორის მოადგილე კლინიკური ბაზებისა და სასწავლო რესურსების მართვის მიმართულებით.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის პოლიტიკა