პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე

,,დიპლომირებული მედიკოსის“ ინგლისურენოვან პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხვის მსურველის (აპლიკანტის) ინგლისური ენის ფლობის დადასტურების შესახებ

შპს „ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის „დიპლომირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დაშვებისათვის, აბიტურიენტი/აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი პირობებიდან ერთ - ერთს:

 

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore და სხვ.);

ბ) ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა), ასევე საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ინგლისურ ენაზე უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი განათლება, ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომელიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2  წელი  სწავლობდა  უცხო  ქვეყანაში,  უნდა წარმოადგინოს შესაბამისი  დოკუმენტი (მაგ.:  ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა);

გ) ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა (რომელიც მოიცავს კომპონენტებს: 1. მოსმენა; 2. წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიზი; 3. საუბარი).

გამოცდის ფორმატისა და საგამოცდო ტესტის ნიმუშისათვის, იხილეთ

განაცხადის ონლაინ სააპლიკაციო ფორმა იხილეთ 

 

scroll up