ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - კლინიკური უნარ-ჩვევების, სიმულაციური სწავლებისა და შეფასების ცენტრი
     
image

კლინიკური უნარ-ჩვევების, სიმულაციური სწავლებისა და შეფასების ცენტრი | 3

კლინიკური უნარ-ჩვევების, სიმულაციური სწავლებისა და შეფასების ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს. ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების კლინიკური უნარების ფორმირებას თანამედროვე სიმულაციური სწავლების გზით და მათი კომპეტენციების შეფასებას სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებით.

ცენტრი აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მულტიფუნქციური სიმულატორებითა და მულაჟებით, რაც ქმნის უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოს კლინიკური უნარების განვითარებისთვის და უზრუნველყოფს შეფასების პროცესის მაღალ ხარისხს.

პრობლემასა და შემთხვევაზე ორიენტირებული სწავლება

სწავლება ეფუძნება პრობლემასა და შემთხვევაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები, სწავლის პირველივე წლიდან იღებენ საბაზისო კლინიკურ ცოდნას, რაც უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციას.

აღნიშნული მიდგომის ფარგლებში:

  • კლინიკურ გარემოში სტუდენტის ჩართვა იწყება პირველივე სემესტრში;
  • კლინიკური პრაქტიკის ელემენტები თანმიმდევრულად გრძელდება მთელი სწავლების განმავლობაში;
  • პრაქტიკული დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს XII სემესტრში, რომელიც სრულად ეთმობა კლინიკურ პრაქტიკას (30 ECTS).

სწავლება და შეფასება ერთ სივრცეში (OSCE / OSPE)

ცენტრი მოიცავს სრულად აღჭურვილ 15 სადგურს, სადაც მიმდინარეობს როგორც სწავლება, ასევე შეფასება. კლინიკური უნარების შეფასება ხორციელდება სტანდარტიზებული საგამოცდო ფორმატების გამოყენებით (OSCE / OSPE), რაც უზრუნველყოფს:

  • კონკრეტული კლინიკური უნარების შეფასებისთვის შესაბამისი, სტრუქტურირებული გარემოს შექმნას;
  • შეფასების პროცესის ობიექტურობასა და სტანდარტიზაციას;
  • საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი შეფასების მოდელების გამოყენებას.

ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების შეფასებას დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების შესაბამისად, შესაბამისი საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებით და სილაბუსების მოთხოვნების დაცვით.

ინფრასტრუქტურა და ლოკაცია

კლინიკური უნარ-ჩვევების, სიმულაციური სწავლებისა და შეფასების ცენტრი განლაგებულია ძირითად სასწავლო კამპუსში, IV სართულზე და ემსახურება როგორც სიმულაციური სწავლების, ასევე კლინიკური უნარების შეფასების პროცესს.

ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით.

scroll up