2025 წლის 17 ივნისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025.
ავიცენას სტუდენტური კონფერენციის მიზნები:
- სტუდენტთა ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა;
- დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების, სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის მომზადებისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარის გამომუშავება;
- ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება შემდგომში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაში ჩასართავად.
კონფერენციის მიმართულებები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საბაზისო მედიცინა:
- ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია
- უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
- ჯანმრთელობის ხელშეწყობა და პროფილაქტიკა
- გლობალური ჯანდაცვის მდგრადი განვითარების მიზნები
პრეკლინიკური მედიცინა:
- პათოლოგია;
- ფარმაკოლოგია;
- იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია;
- ლაბორატორიული კვლევები და დიაგნოსტიკა;
- კლინიკური უნარ-ჩვევები;
- ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში
- სამედიცინო ეთიკა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის ასპექტები
კლინიკური მედიცინა:
- შინაგანი მედიცინა
- ონკოლოგია
- გინეკოლოგია
- პედიატრია
- გადაუდებელი მედიცინა
- ანესთეზია და რეანიმატოლოგია
- ქირურგია
- ტრანსპლანტოლოგია
მნიშვნელოვანი თარიღები:
2025 წლის 22 აპრილიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეგისტრაცია. დოკუმენტაციის (ფორმა N1 და ფორმა N2) წარმოდგენა ელ. ფოსტაზე - conference@abmu.edu.ge
2025 წლის 20-22 მაისი - სტუდენტთა მიერ ნაშრომის ორიგინალობის შესახებ განაცხადი ხელძღვანელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული (ფორმა N3) ელ. ფოსტაზე - conference@abmu.edu.ge, ნაშრომის ატვირთვა პლაგიატის ამომცნობ ელექტრონულ სისტემაში (TURNITIN).
2025 წლის 23-27 მაისი - კონკურსის I ეტაპი: შემფასებელი კომისიის მიერ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების შეფასება.
2025 წლის 28-30 მაისი - კონფერენციის I ეტაპის შედეგების გამოქვეყნება, არაუმეტეს 10 საუკეთესო ნაშრომის გამოვლენა.
2025 წლის 17 ივნისი - კონკურსის II ეტაპი: სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომების საჯაროდ წარდგენა.
2025 წლის 20 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები (იხ. წესი):
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ავიცენას აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
- კონკურსში მონაწილე სტუდენტმა შესაძლოა წარადგინოს არაუმეტეს 2 (ორი) ნაშრომი, ერთ დარგობრივ მიმართულებაზე კი მხოლოდ 1 (ერთი) ნაშრომი.
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა თანაავტორობით დასაშვებია მხოლოდ 2 (ორი) სტუდენტის მიერ.
- სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან/და თანაავტორობით სხვა სტუდენტთან ერთად შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს, რომელშიც ასახული იქნებსა სწავლის პერიოდში და კვლევის პროცესში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
- კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სტუდენტმა, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს განაცხადი მონაწილეობის შესახებ (ფორმა №1), სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი (ფორმა №2) და განაცხადი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ორიგინალურობის შესახებ (ფორმა №3)
- სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ავიცენას აკადემიური თანამდებობის პირი ან მოწვეული პერსონალი.
- ერთი პირისთვის ერთდროულად დაშვებულია სტუდენტთა 3 (სამი) სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობა / თანახელმძღვანელობა.
გამარჯვებული საკონფერენციო ნაშრომები და მათი დისემინაცია
- კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა კონფერენციაზე მონაწილეობის სერტიფიკატი.
- უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 81 ქულა და მეტი შეფასების მქონე სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას საკონფერენციო კრებულში.
- კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შორის გამარჯვებული საკონფერენციო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ ფულადი ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 300,00 ლარი
II ადგილი - 200,00 ლარი
III ადგილი - 100,00 ლარი
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების წესი - იხ. ბმული
- სტუდენტის განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - ფორმა N1
- თანხმობა სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობის შესახებ - ფორმა N2
- ავტორის განაცხადი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ორიგინალურობის შესახებ - ფორმა N3
- საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა (EN) - დანართი 1