ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი
     
11 სექ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

„ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესარჩევად.

ვაკანტური აკადემიური პოზიციები:

კლინიკური მედიცინის მიმართულება — 11 ადგილი:

  • პროფესორი — 1 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი — 4 ადგილი;
  • ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
  • ასისტენტი — 4 ადგილი.

პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება — 12 ადგილი:

  • პროფესორი — 1 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი — 5 ადგილი;
  • ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
  • ასისტენტი — 4 ადგილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება — 12 ადგილი:

  • პროფესორი — 5 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი — 4 ადგილი;
  • ასისტენტი — 3 ადგილი.

საკონკურსო ვადები: საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026 წლის 11 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2026 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბერის ჩათვლით;

კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 20 ოქტომბერი;

კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - ს 2026 წლის 22 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 25 ოქტომბერს;

გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 29 ოქტომბერს.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

საკონკურსო პირობები;  

განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით

უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა: info@abmu.edu.ge

scroll up