1 მარ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები

გამოცხადდა არჩევნები შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 1 წევრის ასარჩევად. 

აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ახლადარჩეული აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით - 2026 წლის 01 დეკემბრამდე (აკადემიური საბჭოს 4 წლის უფლებამოსილების ამოწურვამდე).

კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 5 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საარჩევნო კომისიაში (უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N417), საკონკურსო კომისიის რეგისტრატორთან კანდიდატის მიერ შევსებული განაცხადის წარდგენის გზით (განაცხადის ფორმას კანდიდატი ავსებს რეგისტრაციამდე, ფორმა მიეწოდება რეგისტრატორის მიერ).

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტი (რეგისტრატორი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის (მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობის) ფორმირებას, არჩევნების დღისთვის საარჩევნო ბიულეტენების მომზადებას და დამკვირვებელთა რეგისტრაციას (არაუგვიანეს 2024 წლის 07 მარტის 17:00 სთ-სა). 

აკადემიური საბჭოს არჩევნები (მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ ხმის მიცემა/კენჭისყრა) ჩატარდება 2024 წლის 14 მარტს, 17:00 სთ-ზე და იმავე დღესვე გამოცხადდება შედეგები უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 საფუძველი: 

არჩევნების გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანება N01-09/07, 01.03.2024 წ

scroll up