ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - "OSTE (Objectively Structured Teaching Encounter) სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში"
     
7 ნოე

"OSTE (Objectively Structured Teaching Encounter) სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში"

2024 წლის 7 ნოემბერს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში, საგრანტო პროექტის "OSTE (Objectively Structured Teaching Encounter) სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" ფარგლებში, მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შორენა ტუკვაძე, მედიცინის სკოლის ვიცე-დეკანი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გიორგი გაბისონია და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე სახელაშვილი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა OSTE სადგურების როლსა და მნიშვნელობაზე სამედიცინო განათლებაში, განხილულ იქნა სიტუაციური ამოცანები, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას, ასევე განხორციელდა სხვადასხვა ინტერაქტიული აქტივობა, რომლებიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ჩართულობის გაძლიერებას და სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

scroll up