27 აგვი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი

2025 წლის 27 აგვისტოდან ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტი - 7 ვაკანტური ადგილი.

პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება:

  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტი - 6 ვაკანტური ადგილი.

კლინიკური მედიცინის მიმართულება:

  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტი - 7 ვაკანტური ადგილი.

საკონკურსო ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 27 სექტემბერი - 01 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).
  • საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2025 წლის 02-13 ოქტომბერის ჩათვლით;
  • კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2025 წლის 13 ოქტომბერი;
  • კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - 2025 წლის 16 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება -  2025 წლის 17-20 ოქტომბერი;
  • გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2025 წლის 20 ოქტომბერი.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით - დანართი 1
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: info@abmu.edu.ge 

საკონტაქტო პირი: მარიამ სუქნიძე

მობ.: +995 550 000 561

 

scroll up