ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ოსტეოპოროზისა და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მსოფლიო კონგრესზე (WCO-IOF-ESCEO 2026)
     
22 აპრ

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ოსტეოპოროზისა და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მსოფლიო კონგრესზე (WCO-IOF-ESCEO 2026)

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და რევმატოლოგიის რეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმში - ოსტეოპოროზის, ოსტეოართრიტისა და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მსოფლიო კონგრესში (WCO-IOF-ESCEO), რომელიც 2026 წლის 16–20 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პრაღაში გაიმართა.   უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები - პროფესორი ნერიმან ცინცაძე და ასოცირებული პროფესორი ლია ჯაში - კონგრესზე წარდგენილნი იყვნენ სამეცნიერო აქტივობებით. ამასთანავე, კონგრესის ფარგლებში უნივერსიტეტის რევმატოლოგიის რეზიდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი სამეცნიერო მოხსენება.   ფორუმის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის დანერგვისა და განვითარებისათვის საქართველოში.   აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას მაღალი აკადემიური და კლინიკური სტანდარტების მიმართ, ასევე მის აქტიურ ჩართულობას გლობალურ სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში, რაც ხელს უწყობს უწყვეტი პროფესიული განათლების განვითარებას.
scroll up