ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ემერიტუს - პროფესორ, ქრისტოფერ სტივენსის ტრენინგი
     
16 ოქტ

დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ემერიტუს - პროფესორ, ქრისტოფერ სტივენსის ტრენინგი

2023 წლის 16 ოქტომბერს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურსა და მოწვეულ პერსონალს  დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ემერიტუს - პროფესორმა, ქრისტოფერ სტივენსმა ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: თანამედროვე გამოწვევები სამედიცინო განათლებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტოფერ სტივენსი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამის  -  ,,დიპლომირებული მედიკოსის“ გარე შემფასებელიცაა. მის მიერ გაცემული ღირებული რჩევები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა პროგრამის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.

უნივერსიტეტი, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტთან, პროფესორ სტივენსთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს.

scroll up