ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა სასწავლო წლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.
სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 2 წელს, ხოლო თვითმმართველობის წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსიდან 2 სტუდენტით.
საარჩევნო ვადები:
- კანდიდატთა რეგისტრაცია და საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება: 2026 წლის 20-24 აპრილი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - elections@abmu.edu.ge)
- წინასაარჩევნო კამპანია: 2026 წლის 27აპრილი - 08 მაისი
- საქმიანობის გეგმის წარდგენა: 2026 წლის 11-13 მაისი
- არჩევნები: 2026 წლის 14 მაისი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე
- შედეგების გამოცხადება: 2026 წლის 18 მაისი
- თვითმმართველობის ფორმირება და პირველი სხდომა: არაუგვიანეს 2026 წლის 22 მაისი.
კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია:
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა სარეგისტრაციო ვადის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე: elections@abmu.edu.ge) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე - იხ. დანართი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- სამოქმედო გეგმა, რომელიც აღწერს კანდიდატის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებსა და თვითმმართველობის წევრის სტატუსით საქმიანობის ხედვას.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი:
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესის ორგანიზაციული და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი სტუდენტები არ არიან უფლებამოსილი კანდიდატის სახით მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
კომიტეტი უზრუნველყოფს:
- არჩევნების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებასა და გავრცელებას
- დაინტერესებული პირების ინფორმირებას
- კანდიდატების რეგისტრაციას
- სამოქმედო გეგმების მიღებასა და დაცულ შენახვას
- კანდიდატებთან შეხვედრების ორგანიზებას
- კანდიდატთა პროგრამების გაცნობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას
ასევე, საარჩევნო თარიღამდე 1 კვირით ადრე კომიტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების მომზადებას და მათ საარჩევნო კომისიისთვის გადაცემას.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კომისია:
არჩევნების ჩატარების, ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებისა და ხმების დათვლის მიზნით შექმნილია საარჩევნო კომისია.
საარჩევნო კომისიის წევრი სტუდენტები არ არიან უფლებამოსილი კანდიდატის სახით მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
კომისია უზრუნველყოფს:
- საარჩევნო სიების მომზადებას
- საარჩევნო ბიულეტენების მიღებასა და დამოწმებას
- შევსებული ბიულეტენების აღრიცხვას
- ხმების დათვლასა და გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენას დადგენილი წესით
საჭიროების შემთხვევაში, კომისია რეაგირებს დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე.დამკვირვებლად რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველ სტუდენტს, აგრეთვე ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.
სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ
სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
- უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
- ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
- ირჩევს თავის წარმომადგენლებს შესაბამის საბჭოებსა და საკონსულტაციო ორგანოებში;
- უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სტუდენტური თვითმმართველობის დებულება - იხ. ბმული
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ ფოსტა: elections@abmu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ანა ფაღავა