ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus+ სრულად დაფინანსებულ კონკურსს აკადემიური პერსონალის მოკლევადიანი მობილობისთვის.
მობილობა განხორციელდება Powiślańska Academy of Applied Sciences, მე-8 საერთაშორისო კვირეულის 2026-ის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 20–24 მაისს აკადემიის გდანსკის კამპუსში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ავიცენას მედიცინის სკოლის აკადემიურ პერსონალს.
მობილობის პერიოდი: 7 დღე (2 დღე მოგზაურობისთვის)
ადგილების რაოდენობა: 1
დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 იანვარი
მობილობის ზუსტი პერიოდი და სალექციო თემატიკა განისაზღვრება მასპინძელი უნივერსიტეტისა და შერჩეული კანდიდატის შეთანხმების საფუძველზე.
მობილობა გაგრძელდება ერთი კვირა, საიდანაც ხუთი დღე დაეთმობა ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს, ხოლო ორი დღე განკუთვნილია მგზავრობისთვის.
კანდიდატის შერჩევა და წარდგენა მასპინძელი უნივერსიტეტისთვის ხორციელდება ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო მობილობის საბოლოო დადასტურება ხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore, etc.)
- ინგლისური ენის B2 დონის ტესტის ჩაბარების შესახებ ცნობა (უნივერსიტეტიდან);
- ინგლისურ ენაზე სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების ცნობა (უნივერსიტეტიდან);
პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/V3xEbTien4DwUuky9
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური პერსონალის შეფასების რეიტინგი;
- მოტივაცია (ფასდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ინფორმაციით);
- კვლევითი საქმიანობა (საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობა, გამოქვეყნებული სტატიები, ან სხვა განხორციელებული აკადემიური აქტივობები);
შეფასებას ახორციელებს ავიცენას შესარჩევი კომისია წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე.
უპირატესობა მიენიჭებათ ავიცენასთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და კონკურსის მონაწილეს რომელსაც არ აქვს მონაწილეობის გამოცდილება Erasmus+ პროგრამაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაეკონტაქტოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს: ir@abmu.edu.ge