ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - გარე მობილობა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში
     
16 იან

გარე მობილობა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრისთვის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას „დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მობილობის ვადები:

2025 წლის 29 იანვარი დან 07 თებერვალი - დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მობილობის პორტალზე - იხ. ბმული 

2025 წლის 08-10 თებერვალი - მობილობის მსურველთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად (info@abmu.edu.ge)

2025 წლის 11-12 თებერვალი - მობილობის მსურველთა მიერ ათვისებული კრედიტების მედიცინის სკოლის მიერ აღიარება (თავსებადობის დასკვნების შედგენა);

2025 წლის 13-14 თებერვალი (11:00 სთ-დან 18:00 - სთ-მდე) - კრედიტების აღიარებისა და სემესტრის განსაზღვრის დასკვნაზე მობილობის მსურველთა თანხმობის განცხადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;

2025 წლის 17-19 თებერვალი - მობილობის წესით ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხი პირების შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა.

 

 მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება (იხ. ბმული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

scroll up