ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - გარე მობილობა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში
     
22 ივლ

გარე მობილობა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას „დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მობილობის შემდეგი ვადები და პროცედურები:

2026 წლის 24 აგვისტოდან - 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 საათამდე - დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მობილობის ელექტრონულ პორტალზე - იხ. ბმული

2026 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით - მობილობის მსურველთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად (info@abmu.edu.ge)

2026 წლის 15-16 სექტემბერი - მობილობის მსურველთა მიერ ათვისებული კრედიტების მედიცინის სკოლის მიერ აღიარება (თავსებადობის დასკვნების შედგენა);

2026 წლის 17-18 სექტემბერი (11:00 სთ-დან 18:00 - სთ-მდე) - კრედიტების აღიარების დასკვნაზე (თავსებადობის დასკვნაზე) მობილობის მსურველთა თანხმობის განცხადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;

2026 წლის 19-21 სექტემბერი - მობილობის წესით შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხი პირების შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა.

მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ, დადგენილ ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება (იხ. ბმული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სათანადო წესით დამოწმებული სახით, წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, ხელშეკრულების გაფორმების დროს;

scroll up