6 ივლისს, ბათუმში გლობალური ჯანდცვის მთავარ გამოწვევას - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მიეძღვნა, ავიცენა- ბათუმის სამედიცინო უნივერისიტეტის ორგანიზებით გამართული, კიდევ ერთი კონფერენცია: „გულ - სისხლძარღვთა დაავადებები და ინტერვენციული მედიცინა - მიღწევები და გამოწვევები“.
ღონისძიებაზე, კორპორაცია მედცენტრის ეგიდით, წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო მოხსენებები, იშვიათი და საინტერესო შემთხვევები ანგიო, კარდიო-ქირურგიასა და ინტერვეცნიული მედიცინაში; მთავარი აქცენტები გაკეთდა ამ მიმართულებებში ჰიბრიდული მაღალტექნოლოგიური მიდგომების სინქრონული დანერგვის აუცილებლობაზე;
ქორთიარდ მარიოტში შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის ექსპერტებს, ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიაში, უცხოელი ექპერტის ჩართულობით; ასევე ჯანდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირველი პირებისგან მოესმინათ დარგის განვითარების სახელმწიფო ზოგადი ხედვა და რეგიონული ჯანდაცვის დამატებითი მხარდაჭერის გეგმები.