ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - კონფერენცია თემაზე: დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ
     
11 ივლ

კონფერენცია თემაზე: დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ

2024 წლის 11 ივლისს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ამავე უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ".

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ინოვაციური და ყველა ტიპის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ რეალური დადებითი ცვლილებები შეიტანონ დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირთა ცხოვრებაში. ყურადღება გამახვილდა ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და სამედიცინო სერვისების მიღების პროცესში საჭირო დამხმარე საშუალებებზე.

კონფერენციას წარუძღვნენ დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები: ქამილ მათა, აქრითი რანა, თამაზ მჟავანაძე, ნესტან შაშიკაძე, ანა გურგენიძე, ნანა გეგელიშვილი, ნატალია ჯამასპიშვილი, მარიამ გელაშვილი, ელენე წკრიალაშვილი, ნათელა ჩაჩხიანი, ცირა კაპანაძე და სოფიო ნადირაძე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია ქონსორთ ჯორჯიას პარტნიორობით და ეძღვნებოდა დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ადამიანების ეფექტურ ინკლუზიას, დამოუკიდებლობისა და განვითარების ხელშეწყობას.

განხილული საკითხები

  • უახლესი დამხმარე ტექნოლოგიების ინტერაქტიული დემონსტრირება
  • კითხვა-პასუხის სესიები ინდუსტრიის ლიდერებთან
  • პრაქტიკული სემინარები ახალი ინსტრუმენტების შესასწავლად
  • პროფესიონალებთან და თანამოაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

 

 

 

 

 

scroll up