27 თებ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და დუკეინის უნივერსიტეტს შორის

2024 წლის 27 თებერვალს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და დუკეინის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეთა შეთანხმება მიზნად ისახავს:

  •  გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებას;
  •  ერთობლივი სასწავლო გეგმების შემუშავებას;
  • კვლევით თანამშრომლობას;
  •  აკადემიური მასალების გაცვლას;
  • ერთობლივი ღონისძიებების ხელშეწყობას.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მომზადება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

 

scroll up