2024 წლის 20 მაისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის (ბიალისტოკი, პოლონეთის რესპუბლიკა), სამეცნიერო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:
- ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელება - ერთობლივი კვლევითი პროექტები და ფაკულტეტისა და მკვლევართა წევრების გაცვლა;
- ერთობლივი სასწავლო გეგმების შემუშავება;
- თანამშრომლობა სადოქტორო პროგრამების შემუშავებაში;
- აკადემიური მასალების გაცვლა
- ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება - კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზება;
- სტუდენტთა გაცვლის ხელშეწყობა
- ერთობლივი საგანმანათლებლო და სასწავლო საქმიანობის ორგანიზება და კარგი კლინიკური პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება.