ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
11 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 11 ნოემბერს, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერებათა დარგში, პაატა იმნაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის შეთანხმება ითვალისწინებს: საგანმანათლებლო, სამეცნიერო - კვლევითი და სიახლის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებასა და სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობას.

scroll up