2023 წლის 15 დეკემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბერიძემ და შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი - ს რექტორმა, გიორგი ცხვედიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის განმტკიცებას, რაც განხორციელდება: სტუდენტთა მობილობის; ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების შესახებ საჯარო ლექციების/სემინარების/მასტეკლასების ორგანიზების; სტუდენტებისა და პროფესორ - მასწავლებლების პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელების მიმართულებებით.