ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
10 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 10 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ  და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის მიზნით, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, საგანმანათლებლო ლიტერატურის/პუბლიკაციების გაზიარებასა და ერთობლივი საზაფხულო სკოლებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

scroll up