მობილობის პერიოდი: 3-4 თვე, 2026 წლის ოქტომბერი/ნოემბერი – 2027 წლის თებერვალი.
მონაწილეობის უპირატესობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის სასწავლო პროგრამის II, III, IV, V აკადემიური წლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხ.ბმულზე:
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 31.03.2026
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, სტუდენტმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის (B2 დონეზე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა; (ცნობის არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას დაწერს უნივერსიტეტში)
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა (GPA მითითებით);
- ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- (ერთი) სარეკომენდაციო წერილი ავიცენას აკადემიური პერსონალისგან;
- რეზიუმე (CV) Europass ფორმატში;
კონკურსის ეტაპები:
შესარჩევი კომისიის წევრები:
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი;
- მედიცინის სკოლის წარმომადგენელი;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;
- ადმინისტრაციის წარმომადგენელი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტის მოტივაცია;
- ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა;
- მიღებული ცოდნის გამოყენების სამომავლო გეგმები;
შერჩეული კანდიდატებთან შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაეკონტაქტოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს: ir@abmu.edu.ge