ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში
     
23 მაი

პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 23 მაისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები, ქალაქ ვროცლავის მერის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის დამფუძნებლებს: მიხეილ ართმელაძესა და ხათუნა ვარშანიძეს, რექტორს - სოფიო ბერიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის დაფუძნების ისტორიას, მისიას, ხედვასა და ინფორმაციას სამედიცინო უნიევრსიტეტის მნიშვნელობაზე რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

პოლონურმა დელეგაციამ გამოთქვა სურვილი და მზაობა ორ რეგიონს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დაიგეგმა ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმათლებლო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებს შორის ხელშეკრულების გაფორმება და ერთობლივი საგანმანათლებლო - სამედიცინო პროექტების განხორციელება.

scroll up