21 ოქტომბერს რედისონ ბლუ ბათუმის საკონფერენციო დარბაზში პირველი ქართულ - თურქული გასტროენტეროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო სამიტი გაიმართა. ბოლო პერიოდში წარმოებული სამედიცინო კვლევების შედეგებსა და სამომავლო ინოვაციური მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს - თურქმა, ქართველმა და ფრანგმა მკვლევრებმა. სამიტზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: დიაბეტის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება და ტრანსპლანტოლოგიის სერვისების დანერგვა/განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები.
სამიტის სლოგანი - „გადავსხდეთ ახალ მატარებელში“, თურქულ - ქართული სამედიცინო თანამშრომლობის ახალ, მეტად აკადემიურ და რაციონალურ საფეხურზე გადასვლას, ცოდნის/გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ემსახურება.
სამეცნიერო სამიტი ორგანიზებული იყო რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობისა და ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.



