სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი მართვა და პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თანამედროვე ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის უმნიშვნელოვანეს პროფესიულ კომპეტენციას წარმოადგენს და აღარ განიხილება, მხოლოდ მმართველი გუნდის კომპეტენციად.
ღონისძიებაზე განხილული იყო საზოგადოებაში არსებული აქტუალური საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს სააკრედიტაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და როგორია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ლექცია - სემინარზე გაეცა პასუხი კითხვას : „როგორ დავნერგო“ და შევინარჩუნო პრაქტიკაში ის სტანდარტები, რასაც მოითხოვს მააკრედიტირებელი ორგანოები. შესაბამისად, საჯარო ლექცია მიმართული იყო საერთაშორისო პრინციპების განხილვაზე, რომლებიც სააკრედიტაციო სტანდარტების პრაქტიკაში ხარჯეფექტურად დამკვიდრებას უზრუნველყოფენ.
ლექციას ჩაატარა MD და ISQua ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების გარე აუდიტის სპეციალისტმა - ლელა სტურუამ.