ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობას!
თქვენ აირჩიეთ სწავლა სიცოცხლისთვის – გზა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას ემსახურება!
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 27 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით
რეგისტრაციისათვის საჭირო განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება ელექტრონულად - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge
დადგენილ ვადებში უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე - იხ. ფორმა;
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ელექტრონული ასლი;
გ) სრული ზოგადი გადანთლების ატესტატის ან შესაბამისი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
დ) 1 (ერთი) ცალი ფოტოსურათი 3X4 ფორმატის, ციფრული ვერსია;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ელექტრონული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა).
ზ) 18 წლამდე ასაკის არასრუწლოვანი აბიტურიენტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/ მზრუნველი) მინდობილობა. (კანონიერ წარმომადგენლად მშობლის წარმოდგენის შემთხვევაში - მშობლის პირადობის მოწმობა და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა).
რეგისტრაციის შემდეგ, უნივერსიტეტი ინდივიდუალური განრიგით უზრუნველყოფს აბიტუერნტთა მიღებას და ხელშეკრულების გაფორმებას არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა.
შენიშვნა: აბიტურიენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტების დედნები ან დადგენილი წესით დამოწმებული ასლები.
„დიპლომირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა - info@abmu.edu.ge
ტელეფონი: +995 550 000 561