2026 წლის 1-10 ივნისს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ავიცენას საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2026 (AISC-2026).
საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მიზნები:
- სტუდენტთა ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა;
- დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების, სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის მომზადებისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარის გამომუშავება;
- ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება შემდგომში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაში ჩასართავად.
კონფერენციის მიმართულებები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საბაზისო მედიცინა:
- ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია
- უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
- ჯანმრთელობის ხელშეწყობა და პროფილაქტიკა
- გლობალური ჯანდაცვის მდგრადი განვითარების მიზნები
პრეკლინიკური მედიცინა:
- პათოლოგია;
- ფარმაკოლოგია;
- იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია;
- ლაბორატორიული კვლევები და დიაგნოსტიკა;
- კლინიკური უნარ-ჩვევები;
- ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში
- სამედიცინო ეთიკა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის ასპექტები
კლინიკური მედიცინა:
- შინაგანი მედიცინა
- ონკოლოგია
- გინეკოლოგია
- პედიატრია
- გადაუდებელი მედიცინა
- ანესთეზია და რეანიმატოლოგია
- ქირურგია
- ტრანსპლანტოლოგია
კონფერენციის ენა - ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეგისტრაცია. დოკუმენტაციის (ფორმა N1, ფორმა N2, ცნობა სტუდენტური სტატუსის შესახებ (სხვა უნივერსიტეტის სტუდენტის შემთხვევაში)) წარმოდგენა ელ. ფოსტაზე - conference@abmu.edu.ge
2026 წლის 1-5 მაისი - სტუდენტთა მიერ ნაშრომის ორიგინალობის შესახებ განაცხადი ხელძღვანელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული (ფორმა N3) ელ. ფოსტაზე - conference@abmu.edu.ge, ნაშრომის ატვირთვა პლაგიატის ამომცნობ ელექტრონულ სისტემაში (TURNITIN).
2026 წლის 8-15 მაისი - კონკურსის I ეტაპი: შემფასებელი კომისიის მიერ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების შეფასება.
2026 წლის 18-22 მაისი - კონფერენციის I ეტაპის შედეგების გამოქვეყნება, საუკეთესო ნაშრომის გამოვლენა.
2026 წლის 1-10 ივნისი - კონკურსის II ეტაპი: სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომების საჯაროდ წარდგენა.
2026 წლის 10-11 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები (იხ. წესი):
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ავიცენას აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაინტერესებულ, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
- კონკურსში მონაწილე სტუდენტმა შესაძლოა წარადგინოს არაუმეტეს 2 (ორი) ნაშრომი, ერთ დარგობრივ მიმართულებაზე კი მხოლოდ 1 (ერთი) ნაშრომი.
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა თანაავტორობით დასაშვებია მხოლოდ 2 (ორი) სტუდენტის მიერ.
- სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან/და თანაავტორობით სხვა სტუდენტთან ერთად შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს, რომელშიც ასახული იქნებსა სწავლის პერიოდში და კვლევის პროცესში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
- სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ავიცენას აკადემიური თანამდებობის პირი ან მოწვეული პერსონალი. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტის შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი ავიცენას ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
- ერთი პირისთვის ერთდროულად დაშვებულია სტუდენტთა 3 (სამი) სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობა / თანახელმძღვანელობა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სტუდენტმა, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს:
- განაცხადი მონაწილეობის შესახებ (ფორმა №1)
- სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი (ფორმა №2)
- განაცხადი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ორიგინალურობის შესახებ (ფორმა №3)
- ცნობა სტუდენტური სტატუსის შესახებ (სხვა უნივერსიტეტის სტუდენტის შემთხვევაში)
გამარჯვებული საკონფერენციო ნაშრომები და მათი დისემინაცია
- კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა კონფერენციაზე მონაწილეობის სერტიფიკატი.
- უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 81 ქულა და მეტი შეფასების მქონე სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას საკონფერენციო კრებულში.
- კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შორის გამარჯვებული საკონფერენციო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ ფულადი ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 300,00 ლარი
II ადგილი - 200,00 ლარი
III ადგილი - 100,00 ლარი
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების წესი - იხ. ბმული
- სტუდენტის განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - ფორმა N1
- თანხმობა სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობის შესახებ - ფორმა N2
- ავტორის განაცხადი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ორიგინალურობის შესახებ - ფორმა N3
- საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა (EN) - დანართი 1
- ხშირად დასმული კითხვები - FAQs
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ - conference@abmu.edu.ge