ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს TermCoord-ისა და ევროპარლამენტის პროექტში
     
10 ოქტ

შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს TermCoord-ისა და ევროპარლამენტის პროექტში

შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი შეირჩა იმ 50 რეგისტრირებულ უნივერსიტეტს შორის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ TermCoord-ისა და ევროპარლამენტის 2023-2024 აკადემიური წლის პროექტში. პროექტი მიზნად ისახავს ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური ტენდენციების კვალდაკვალ დამკვიდრებული დარგობრივი მეტაენისა და ტერმინოლოგიური ნაკადის ჰარმონიზაციას. მსოფლიო ეკოლოგიის მიმდინარე გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, 2023-2024 აკადემიური წლისთვის კვლევის მიმართულებად დასახელდა გარემო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობის პროცესს განახორციელებს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტერმინოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. აკადემიური წლის ბოლოს, პროექტის კოორდინატორსა და მონაწილეებს, TermCoord-სა და ევროპარლამენტთან აკადემიური თანამშრომლობისთვის, გადაეცემათ სერტიფიკატი.

scroll up