სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
თანამდებობრივი ფუნქციები:
სამსახურის სპეციალისტი:
- ახორციელებს აპლიკანტების, აბიტურიენტების და მობილობის მსურველი პირების რეგისტრაციას;
- ახდენს სტუდენტთა კონსულტირებას უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებზე;
- მონაწილეობს ან/და ეხმარება სტუდენტურ თვითმმართველობას მისი აქტივობების ორგანიზებაში;
- მონაწილეობს სტუდენტებისთვის ტრენინგების, სემინარების და მასტერკლასების ორგანიზების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხების ორგანიზებაში;
- ხელს უწყობს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვას, ეხმარება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ არჩეულ სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობას;
- ახდენს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელთა პერიოდულ კვლევას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობის ადმინისტრირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება;
,** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@abmu.edu.ge.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 1 ნოემბრამდე.