ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
     
30 მაი

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

2025 წლის 23 აპრილის რექტორის №01-09/07 ბრძანებით გამოცხადებულ საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კვლევითი პროექტი გამოვლინდა.

გამარჯვებული კვლევითი პროექტი:

ALIVE: ალბენდაზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება და გენეტიკური ვარიანტების შესწავლა (HLA-B13/B15 ალელებით გაშუალებული ჰეპატოტოქსიურობის გამოვლენა პედიატრიულ ტრანსპლანტებში)

პროექტის ხელმძღვანელი: ნია გოგიტიძე - უნივერისტეტის მოწვეული მასწავლებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულებით

პროექტის მონაწილე ავიცენას აკადემიური/მოწვეული პერსონალი: ლაშა მიქელაძე - უნივერისტეტის მოწვეული მასწავლებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულებით

პროექტის მონაწილე სტუდენტი: ხატია ჭინკაძე - დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

პროექტი მიზნად ისახავს ალბენდაზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების მექანიზმების და გენეტიკური ფაქტორების კვლევას პედიატრიულ პაციენტებში. კვლევა გამოირჩევა ინოვაციურობით, აქვს მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობა.

კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პერსონალიზებული მედიცინის განვითარებაში, ხელს შეუწყობს მედიკამენტების ინდივიდუალურ შერჩევას გენეტიკური მახასიათებლების საფუძველზე, რაც გააუმჯობესებს პაციენტთა უსაფრთხოების მექანიზმებს.

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და უსურვებს წარმატებას სამეცნიერო საქმიანობაში!

scroll up