ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - რეგისტრაცია USMLE მოსამზადებელ პროგრამაზე
     
13 ოქტ

რეგისტრაცია USMLE მოსამზადებელ პროგრამაზე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას USMLE მოსამზადებელ პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც სურთ წარმატებით ჩააბარონ აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (USMLE - Step 1 და Step 2).

პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელთა თეორიული ცოდნის გაღრმავებას, კლინიკური აზროვნების განმტკიცებასა და გამოცდაზე ორიენტირებული ანალიტიკური უნარების განვითარებას.

პროგრამა მოიცავს ექვს დამოუკიდებელ, თუმცა თანმიმდევრულად აგებულ სასწავლო კურსს (მოდულს).

ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ცალკეული კურსის, ისე სრული პროგრამის გავლის მიზნით - მსმენელის წინასწარი ტესტის შედეგისა და აკადემიური საჭიროებების საფუძველზე.

პროგრამის მოდულები

AVEX-001 - მედიცინის საფუძვლები (ბიოქიმია, უჯრედის ბიოლოგია, გენეტიკა და ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები) 

AVEX-002 - იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია

AVEX-003 - გულის-სისხლძარღვთა, რესპირატორული და თირკმლის სისტემები (ანატომია, ფიზიოლოგია, პათოლოგია და ფარმაკოლოგია ორგანოთა სისტემური ჩარჩოს მიხედვით)

AVEX-004 - კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინული, რეპროდუქციული, ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური სისტემები (მრავალსისტემური თემების ინტეგრირებული შესწავლა)

AVEX-005 - ნეიროლოგია და კუნთოვან-ნაწიბუროვანი სისტემა (ნეიროანატომია, ფსიქიატრია, ნეიროფიზიოლოგია, ქცევის მეცნიერება და ნეირომუსკულარული სისტემის ძირითადი პათოლოგიები) და ეთიკა

AVEX-006 - ინტეგრირებული მიმოხილვა და QBank (სისტემური გამეორება, ტესტების სტრატეგიები და NBME სტილის სავარჯიშოები)

პროგრამის ზოგადი სტრუქტურა

  • კურსების საერთო რაოდენობა: 6
  • თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 15 კვირა (45 აკადემიური საათი)
  • სასწავლო სესია: კვირაში 2 შეხვედრა
  • ერთი სესიის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი (1.5 ასტრონომიული საათი)
  • სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ/პირისპირ)
  • ჩარიცხვის ტიპი: ღია რეგისტრაცია
  • დაშვების წინაპირობა: პრე-ტესტი
  • ჯგუფის მოცულობა: 6-8 მსმენელი

კურსზე რეგისტრაციისთვის იხ. ბმული

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: cpd@abmu.edu.ge

scroll up