ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია BATUMI VALVE 2025
     
6 დეკ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია BATUMI VALVE 2025

2025 წლის 6 დეკემბერს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების, კარდიოქირურგთა ასოციაციისა და ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია BATUMI VALVE 2025 - „გულის სარქვლოვანი პათოლოგიები: მიღწევები და გამოწვევები“.

ღონისძიება წარმოადგენს პირველ პრეცედენტს საქართველოში, სადაც სარქვლოვანი დაავადებების ტრანსკათეტერულ მკურნალობას მიეძღვნა მასშტაბური პროფესიული პლატფორმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და რეზიდენტებმა.

BATUMI VALVE 2025 კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის მხარდაჭერას - შექმნას განათლებასა და მაღალტექნოლოგიურ პრაქტიკაზე დაფუძნებული პლატფორმები, რომლებიც მეცნიერული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით, სამომავლოდ ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

scroll up