პროგრამის აღწერა
პროგრამის მიზანი და ამოცანები
ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, თანამედროვე და მაღალი კომპეტენციის მქონე ექიმის მომზადებას, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც სიღრმისეული თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარებით, ასევე ჰუმანური ღირებულებებითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.
პროგრამა ეფუძნება გლობალური ჯანდაცვის ტენდენციებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებს. იგი პასუხობს მედიცინის თანამედროვე მოთხოვნებს, როგორიცაა: სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებში, ინტერდისციპლინური თანამშრომლობა, ტელემედიცინის განვითარება და გლობალური ჯანდაცვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება.
პროგრამის ძირითადი მიზნებია:
ბიოსამედიცინო და კლინიკურ მეცნიერებებზე დაფუძნებული, მტკიცებულებაზე ორიენტირებული პროფესიონალის მომზადება, რომელიც გააცნობიერებს ბიოინფორმატიკის როლს თანამედროვე მედიცინაში;იმ კადრების აღზრდა, რომლებსაც შეეძლებათ დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე (პირველადი, მეორეული, მესამეული), სტანდარტული კლინიკური პროცედურების ჩატარება და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედება;ინტერკულტურული, გლობალურად მოაზროვნე ექიმის მომზადება, რომელიც ადაპტირდება სწრაფად ცვალებად გარემოში და იზიარებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას;ჰუმანური, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული პროფესიონალის აღზრდა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში;ისეთი უნარების ჩამოყალიბება, როგორიცაა ინტერპერსონალური კომუნიკაცია, ფსიქოსოციალური კომპეტენცია, თვითმართული სწავლა და პროფესიული განვითარება.
პროგრამის ძირითადი ასპექტები
პროგრამა აგებულია სამფაზიან მოდელზე, რომელიც სტუდენტებს უზრუნველყოფს თანმიმდევრული და ინტეგრირებული სამედიცინო განათლებით:
სწავლის შედეგები
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
- ინტეგრირებულად გამოიყენოს ბიოსამედიცინო, ქცევითი, სოციალური და კლინიკური მეცნიერებები კლინიკურ სიტუაციებში;
- იმოქმედოს ეფექტურად როგორც ინდივიდუალურად, ასევე ინტერდისციპლინურ გუნდში;
- დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე ემყაროს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა;
- ჩაატაროს სტანდარტული და გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები უსაფრთხოებისა და ეთიკის დაცვით;
- გააგრძელოს პროფესიული განვითარება თვითმართული სწავლისა და კრიტიკული ანალიზის გზით;
- ეფექტურად კომუნიკაციას უწარმოოს პაციენტებთან, კოლეგებთან და საზოგადოებასთან;
- გამოიყენოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები სამედიცინო პრაქტიკასა და დოკუმენტაციის მართვაში;
- ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში და ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სწავლების მეთოდები
პროგრამა იყენებს მრავალფეროვან, აქტიური სწავლის ფორმატზე დაფუძნებულ მეთოდებს, მათ შორის:
- ინტერაქციული ლექციები
- პრაქტიკული და ჯგუფური მუშაობა
- როლური თამაშები
- ლაბორატორიული სწავლება
- სიმულაციური სწავლება
- კლინიკური სწავლება ავადმყოფის საწოლთან (Bedside Teaching)
- პრეზენტაციები და დისკუსიები
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
- შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (CBL)
- მინი კლინიკური შეფასების სავარჯიშო (Mini-CEX)
- სამეცნიერო კვლევაში ჩართვა
- ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული შეფასება (OSPE)
- სტრუქტურირებული კლინიკური შეფასება (OSCE)
- პროცედურული უნარების პირდაპირი დაკვირვება (DOPS)