ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი, დამოუკიდებელი ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსებულია ადმინისტრაციულ-სასწავლო კორპუსის მეოთხე სართულზე და წარმოადგენს სასწავლო და კვლევითი პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს.
საბიბლიოთეკო სივრცე მოიცავს 3 ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებულ ფართს და აერთიანებს წიგნსაცავსა და 2 სამკითხველო დარბაზს.
ბიბლიოთეკა აღჭურვილია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისთვის ადაპტირებული ინვენტარით და გათვლილია ერთდროულად 50 მკითხველის მომსახურებაზე.
სამკითხველო დარბაზებში განთავსებულია სამუშაო მაგიდები, კომპიუტერები, ბეჭდვისა და ასლების გადაღების, ასევე სკანირების ტექნიკა, რაც ქმნის კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოს.
ბიბლიოთეკის მომსახურება ხელმისაწვდომია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:00–21:00 საათამდე, რაც კვირაში ჯამურად 72 საათს შეადგენს.
საბიბლიოთეკო ფონდი სრულად შეესაბამება სასწავლო პროგრამებითა და სილაბუსებით გათვალისწინებულ ლიტერატურას. გამოყენებული სასწავლო მასალები გამოცემულია არაუადრეს 2022 წლისა და წარმოადგენს შესაბამისი დარგის აღიარებულ ძირითად სახელმძღვანელოებს.
ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს მედიცინის სფეროს თანამედროვე სახელმძღვანელოებს, საცნობარო და ენციკლოპედიურ გამოცემებს, პერიოდულ სამეცნიერო ლიტერატურას, ჟურნალებსა და სხვა აკადემიურ რესურსებს.
უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს დისტანციურ წვდომას სასწავლო რესურსებზე.
ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების სისტემაში (LMS), ავიცენას სტუდენტებს და პერსონალს სასწავლო მასალებზე წვდომა აქვთ როგორც უნივერსიტეტის სივრცეში, ისე დისტანციურად.
ბიბლიოთეკის საქმიანობა, ფონდით სარგებლობის წესი და მომსახურების სტანდარტები რეგულირდება მოქმედი შიდა ნორმატიული დოკუმენტებით.
საბიბლიოთეკო ფონდის განვითარება და განახლება ხორციელდება სისტემურად, მედიცინის სკოლის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებით.
უნივერსიტეტი არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის თანამედროვე, მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ სასწავლო რესურსებზე წვდომას როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
ელექტრონულ კატალოგზე წვდომის დეტალები:
სასარგებლო ბმულები:
https://www.scopus.com/home.uri
https://www.clinicalkey.com/#!/
https://lww.com/pages/default.aspx